თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან დავითაშვილი - აშშ-ში ვისაუბრე გულდაწყვეტით, რომ კორექტული ინფორმაციით კომუნიკაცია არ ხდება

ნახვები: 518 ლევან დავითაშვილი - აშშ-ში ვისაუბრე გულდაწყვეტით, რომ კორექტული ინფორმაციით კომუნიკაცია არ ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას საუბარი მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებითაც ჰქონდა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ინვესტორს წინადადებების წარდგენის ვადა აპრილში ამოეწურა და სამინისტრო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ამ წინადადებებს დაამუშავებს, შედეგად კი გამარჯვებულს გამოავლენს.

მისივე თქმით, საკითხზე ჩინური ფაქტორი არის სპეკულაციის საგანი.

„გამარჯვებული არ არის გამოვლენილი. ჩვენ უკვე ბოლო "დედლაინი" გვქონდა აპრილის ბოლოს, მივიღეთ განახლებული წინადადება, დაგვჭირდება ალბათ ერთი თვე იმისთვის, რომ გადავამუშაოთ ეს წინადადებები და შევაფასოთ რამდენად მისაღებია. [აშშ-ში ვიზიტისას] ყველგან ვისაუბრეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ანაკლიის პორტი ცალკე აღებული თემა არაა, ეს არის შუა დერეფნის და სატრანსპორტო დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის ნაწილი. სატრანსპორტო - ლოჯისტიკურ სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქცენტია ჩვენი, ორი ქვეყნის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, ანაკლია ამ კონტექსტის ნაწილია და არაფერი სხვა. ჩინური ფაქტორიც ეს არის სპეკულაციის საგანი. ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო. ყოველთვის ხდება მის კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით. ძალიან გულდასაწყვეტია და მქონდა საუბარი ამერიკაში კოლეგებთან. ჩემი მხრიდან იყო გულდაწყვეტით საუბარი, რომ არ ხდება კორექტული ინფორმაციით კომუნიკაცია და საზოგადოება შედის შეცდომაში, იმიტომ, რომ ჩვენ ამ პროექტს ვავითარებთ სახელმწიფოს უმეტესი წილით. საქართველოს სახელმწიფო ამას უყურებს როგორც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და აქ სახელმწიფო ინტერესები არის გარანტირებული. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სპეკულაციები კი დამაზიანებელია პროექტისთვის. შესაძლოა, გვყავდეს კერძო პარტნიორი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს 49% წილი. პორტი ძალიან სწრაფად იქნება ოპერირებადი, სრულფასოვნად შეასრულებს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციას და მნიშვნელოვანია, ასევე ჩვენ სამომავლო განვითარების მოწყობაც რომ ვიცოდეთ. ამაზე სამინისტროს აქვს ძალიან კარგი წინადადებები დამუშავებული. ყველანაირი ალტერნატივისთვის მზად ვართ. იმის მიხედვით როგორი იქნება წინადადება, ჩვენ გვეყოლება პარტნიორი“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა