კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

სამუშაო საათები ამოწურულია, პროკურატურა ჯაფარიძის დაკავებას ითხოვს - სასამართლოში შესვენება გამოცხადდა

ნახვები: 511 სამუშაო საათები ამოწურულია, პროკურატურა ჯაფარიძის დაკავებას ითხოვს - სასამართლოში შესვენება გამოცხადდა

პროკურატურა „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 20 000-ლარიანი გირაოს შეცვლას მოითხოვს.

თუმცა, შუამდგომლობის დაყენება მათ სხდომაზე ვერ მოასწრეს, ვინაიდან, აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ სამუშაო დრო ამოიწურა, 18:00 საათია და სხდომა უნდა გადადებულიყო.

როგორც საქმის პროკურორი ნათია თათიაშვილი განმარტავდა, დაცვა რამდენიმე წუთის წინ აცხადებდა, რომ მზად იყო არასამუშაო დროს ემუშავა, ახლა კი მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გირაოს შეცვლის შუამდგომლობას აყენებენ, დაცვამ გადადება მოითხოვა. აღნიშნული პროკურატურამ დაცვის მხრიდან დროის გაჭიანურებად მიიჩნია.

დაცვის მხარის განმარტებით, საჩქარო არაფერი არის, სამუშაო საათები ამოწურულია და სხდომა სხვა დროს უნდა ჩატარდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია მოსამართლე ბრალდებულსაც ჰკითხა.

"საქმეები მაქვს, რომ გავალ", - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

სხდომის გადადებას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე და განმარტავდნენ, რომ თუკი, ადვოკატებს საქმე აქვთ, ეს მუხლი სავალდებულო დაცვას არ ექვემდებარებოდა და ისე განხილულიყო ეს საქმე.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ მოცულობითი შუამდგომლობა აქვთ საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პროცესი უნდა გადადებულიყო.

"ძალიან მიყვარს ზურაბ ჯაფარიძე, მაგრამ აქ სიკვდილს არ ვაპირებ",- განაცხადა გვარამიამ.

მოსამართლემ სხდომა არ გადადო, თუმცა, შესვენება გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დავის მხარემ დასაკითხ პირთა სიაში კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის, ასევე მისი მოადგილის, სერგი ბზიშვილის დამატების შუამდგომლობა დააყენეს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხა თეა წულუკიანი, ვაჟა სირაძე და სერგი ბზიშვილი.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა