თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ნახვები: 461 ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში, ასევე უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში წაუყენეს.

აშშ-ის პროკურორმა ჯანინ პირომ განაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს და მოსალოდნელია დამატებითი ბრალდებები.

„ეს არის საქმე, რომელიც სიკვდილით დასჯას ექვემდებარება“, - განაცხადა ჯანინ პირომ და დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიიღებენ თუ არა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილებას.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელმა, სტივ ჯენსონმა მკვლელობას ტერორისტული აქტი და ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა უწოდა.

შეგახსენებთ, გუშინ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 30 წლის ელიას როდრიგესი სროლიდან მალევე, ადგილზე დააკავა. ის დაკავებისას სკანდირებდა : „თავისუფლება პალესტინას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა