Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რონალდოს ბიოლოგიური ასაკი 28 წელსა და ცხრა თვეს უდრის

ნახვები: 507 რონალდოს ბიოლოგიური ასაკი 28 წელსა და ცხრა თვეს უდრის

კრიშტიანო რონალდოს ორგანიზმის ბიოლოგიური ასაკი 28 წელსა და ცხრა თვეს უდრის..

„ალ-ნასრის“ 40 წლის ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს ორგანიზმი სპეციალური მოწყობილობის დახმარებით გამოიკვლიეს. შეფასდა პორტუგალიელის ფეხბურთელის ჩვევები, ვარჯიშები, ასევე მისი ფიზიოლოგია.

ამ სეზონში რონალდომ ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 33 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი. 2023 წლის 1 იანვრიდან იცავს ერ-რიადის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრის“ ღირსებას. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების, „რეალ მადრიდისა“ და ზოგადად, ეროვნულ ნაკრებთა ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულია პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონისა და იტალიის სერია A-ს ჩეპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მრავალჯერ იყო აღიარებული აღნიშნული ჩემპიონატების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ბომბარდირად. მოგებული აქვს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ (2007–08, 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18), ერთა ლიგა (2018–19) და ოქროს ბურთი 5-ჯერ (2008, 2013, 2014, 2016, 2017).

იოჰან კრეიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა