კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ადვოკატი ზვიად კორძაძე - პირი, რომელმაც ბადრო ჯაფარიძეს კომისიაზე მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი

ნახვები: 521 ადვოკატი ზვიად კორძაძე - პირი, რომელმაც ბადრო ჯაფარიძეს კომისიაზე მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც დღეს ორი მოწმე დაიკითხა.

„დღეს ამ საქმეზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. ის თანამშრომელი, რომელმაც გამოაგზავნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრის ჯაფარიძესთან შესაბამისი მოწვევა, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება. აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელი საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი და ეს თვითონ დაადასტურა, არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის თანამშრომელი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და უცნაური გარემოებაა. სინამდვილეში, გაუგებარია თავისი პირადი გადაწყვეტილებით რატომ შეატყობინა სიგნალის მეშვეობით, ეს ვერ ახსნა, იმიტომ, რომ დებულება ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. მან ვერ დაადასტურა, რომ კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს, თუმცა შემდეგ გამომძიებელი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ წერილობითი გადაწყვეტილება, რომელსაც დებულების მიხედვით ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი საქმეში არაა. ამ გადაწყვეტილების გარეშე ეს სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს. ბრალის ფორმულირება არის შემდეგი - კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. კომისიის მოთხოვნა რომ კანონიერი იყოს, კომისია უნდა იყოს კანონიერი, რაც არ გვაქვს სახეზე. კომისიამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები და დააფიქსიროს თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. ესეც არ გვაქვს. გამოძიება უნდა შესულიყო იმის გარკვევაში რამდენად კანონიერია ეს გადაწყვეტილებები ანუ ეხებოდა დაბარების აუცილებლობა და კომისიის გადაწყვეტილება ერთმანეთს. არცერთი ეს მოთხოვნა გამოძიებას გამოკვეთილი და შემოწმებული არ აქვს. აქ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს“, - ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა