უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

კაია კალასი - ევროკავშირს შეუძლია, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი აშშ-ის მონაწილეობის გარეშეც შეამციროს

ნახვები: 504 კაია კალასი - ევროკავშირს შეუძლია, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი აშშ-ის მონაწილეობის გარეშეც შეამციროს

იმ შემთხვევაშიც, თუ აშშ არ დათანხმდება რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის დაწევას, ევროკავშირს ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კაია კალასის თქმით, ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება აშშ-ის მონაწილეობის გარეშეც, ხოლო ამ ქმედებას უარყოფითი ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ჩვენთან ერთადაა, და ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ერთად ვმუშაობთ. ნავთობის ფასების შეზღუდვა „დიდმა შვიდეულმა“ დაამტკიცა, შემდეგ კი – ევროკავშირმაც“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რასაც მარტო აკეთებს, რადგან ევროკავშირიც გლობალური მოთამაშეა.

კაია კალასმა აღნიშნა, რომ რუსული ნავთობი ევროპაში ბალტიისა და შავი ზღვების გავლით შედის.

„სინამდვილეში, თუნდაც ამერიკელები არ იყვნენ ჩართული, ჩვენ მაინც შეგვიძლია, ეს ვაკეთოთ და გავლენა მოვახდინოთ“, – თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.

რუსული ნავთობის ფასის ზღვარი ამჟამად ბარელზე 60 დოლარია, ხოლო კაია კალასის წინადადება ითვალისწინებს მის 45 დოლარამდე დაწევას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა