თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა

ნახვები: 485 ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა

ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკეროს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო „პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად.

მისი თქმით, დარტყმები იყო პასუხი „ირანის რეჟიმის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე“.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თავდასხმის პირველი ეტაპი განახორციელა, რაც მოიცავს „ათობით სამხედრო სამიზნეზე, მათ შორის ირანის სხვადასხვა რაიონში ბირთვულ სამიზნეებზე დარტყმებს“.

თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს ისრაელისთვის და ფართო მსოფლიოსთვის.

„ისრაელის სახელმწიფოს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეასრულოს ვალდებულება, იმოქმედოს თავისი მოქალაქეების დასაცავად“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ნაწილი იყო და დასძინა, რომ ირანი ისრაელის გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნე იმ საფრთხის შემცირებაა, რომელიც ირანის მხრიდან ირანის გადარჩენას ემუქრება. ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება გავრცელების აღმოსაფხვრელად. ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც აქამდე არასდროს გადაუდგამს, ნაბიჯები გამდიდრებული ურანით იარაღის შესაქმნელად. თუ არ შეჩერდება, ირანს შეუძლია ძალიან მოკლე დროში შექმნას ბირთვული იარაღი. ეს შეიძლება ერთ წელიწადში მოხდეს. ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს, ერთ წელზე ნაკლებ დროში. ეს აშკარა და რეალური საფრთხეა ისრაელის გადარჩენისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ირანული მედიის ცნობით, დედაქალაქ თეირანში აფეთქებების ხმები ისმოდა. მათივე ინფორმაციით, თეირანის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში - იმამ ხომეინის სახელობის საერთაშორისო ეროპორტში - ყველა ავიარეისი შეჩერებულია. ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ თეირანში რევოლუციური გვარდიის შტაბ-ბინას დაარტყეს.

ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ ქვეყანა ირანის მხრიდან შურისძიებას ელოდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა