მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აშშ-ის დარტყმებს გმობს და საპასუხოდ აცხადებს, რომ მისი ბირთვული ინდუსტრია არ შეჩერდება

ნახვები: 442 ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აშშ-ის დარტყმებს გმობს და საპასუხოდ აცხადებს, რომ მისი ბირთვული ინდუსტრია არ შეჩერდება

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ქვეყნის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას არასდროს შეაჩერებს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში, რომელიც ირანის ბირთვულ ტექნოლოგიებს ზედამხედველობს, აცხადებენ, რომ სამი ძირითადი ობიექტი - ფორდოუ, ნატანცი და ისპაჰანი - კვირა დილის გამთენიისას „საშინელი თავდასხმის“ ქვეშ მოექცა.

სააგენტო დარტყმებს „საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების აშკარა დარღვევად“ აფასებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა