ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

თამარ ჩერგოლეიშვილი - რაც ჩვენ გვაზიანებს, იმას ჩვენ დავაზიანებთ

ნახვები: 524 თამარ ჩერგოლეიშვილი - რაც ჩვენ გვაზიანებს, იმას ჩვენ დავაზიანებთ

„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც - რაც ჩვენ გვაზიანებს - იმას ჩვენ დავაზიანებთ,- ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

აღნიშნულს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ფედერალისტების“ სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც.

ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ.

რეჟიმის ნორმალიზაცია მის მიერ დანიშნული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით - არასწორია და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

რაც არასწორია - ის სამიზნეა. რაც ჩვენ გვაზიანებს - იმას ჩვენ დავაზიანებთ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა