თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არ მოგვერიდება გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს-ზალკანიანი

ნახვები: 393 არ მოგვერიდება გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს-ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე პარტნიორებთან მუდმივად საუბრობენ.

როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, არ მოერიდებათ გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს.

„ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. ეს იყო საუბრის თემა ბოლო ზარებისაც, მათ შორის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ვარჰეისთან პრემიერ-მინისტრის ზარის, პრეზიდენტის გუშინდელი შეხვედრები ბრიუსელში, ჩემი საუბარი ბატონ ბორელთან. საუბრის მთავრი თემა უსაფრთხოების თემებთან ერთად, იყო ჩვენი ევროპული პერსპექტივა და გაწევრიანების საკითხი.

ძალიან კარგია პარლამენტის რეზოლუცია. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და არ მოგვერიდება გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომ დაჩქარდეს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს პროცესი იყოს შეუქცევადი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის. ამასთან, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა