მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაბომბეს

ნახვები: 483 უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, 29 ივლისის ღამეს, რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ სალსკს თავს დრონები დაესხნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იური სლიუსარმა დაადასტურა.

„ხანძარი რკინიგზის სადგურზე გაჩნდა, სამგზავრო მატარებელი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ხანძრის ჩაქრობაში 45 ადამიანი და 12 ერთეული ტექნიკაა ჩართული“, - განაცხადა სლიუსარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა