მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გრიგოლ გეგელია - თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ძალიან ბევრი კარგი კანდიდატი განიხილება“

ნახვები: 466 გრიგოლ გეგელია - თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ძალიან ბევრი კარგი კანდიდატი განიხილება“

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ძალიან ბევრი კარგი კანდიდატი განიხილება“.

გეგელიამ არ დააკონკრეტა, თუ ვინ იქნება მათ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებული, თუმცა აღნიშნა, რომ მას საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

„განხილვით ბევრი ადამიანი განიხილება. ჩვენ სწორედ ეს ვთქვით, რომ განიხილება ძალიან ბევრი, კარგი კანდიდატი. ჩვენ ვართ კვლევებზე დაფუძნებულ შეჯერების პროცესში. ეს არის ძალიან საინტერესო, დემოკრატიული პროცესი. სულ მალე ვიქნებით მზად, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე არაერთ სხვა წერტილში სხვადასხვა კანდიდატი. ეს არის ისევ და ისევ პროცესი, რომელსაც გარკვეული დრო მიაქვს იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი და რა მიზეზებით. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოებასთან და გვსურს მას ნათლად მოვახსენოთ, თუ ვინ და რატომ არის ჩვენი კანდიდატი ამა თუ იმ ბრძოლაში“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავენ. როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის გამორჩეულად ღირსეული მერობის კანდიდატი იქნება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა