მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სენატორი ჯინ შაჰინი - ძალისხმევებს გავაორმაგებ „MEGOBARI აქტის” მისაღებად

ნახვები: 511 სენატორი ჯინ შაჰინი - ძალისხმევებს გავაორმაგებ „MEGOBARI აქტის” მისაღებად

თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლს, მან უნდა გამოუშვას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მსგავსი პოლიტპატიმრები, ჩემს ძალისხმევებს გავაორმაგებ „MEGOBARI აქტის” მისაღებად. ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.

„2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა უნდა ყოფილიყო მაღვიძარა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ რუსეთი მისი მეზობლების დომინირებას აპირებს და თავისი აგრესიის გაბუნდოვანებას ცდილობს. საქართველოში რუსეთის დაუნდობელი ქმედებები უკრაინაში ქმედებებს მოასწავებდა, ყველაზე ბოლო მისი სრულმასშტაბიანი აგრესიაა. ქართველ ხალხს ესმის „რუსკი მირს“ რა მოაქვს, და სწორედ ამიტომ უწევენ სასტიკ წინააღმდეგობას „ქართული ოცნების” მთავრობის მცდელობებს, ისინი ანტი-დემოკრატიულ, რუსული სტილის მმართველობას დააახლოონ.

ამ მძიმე წლისთავზე შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ანექსირების უარყოფის გამოხატვა. ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების წაშლითა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ღალატით. თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლებს, მან უნდა გამოუშვას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მსგავსი პოლიტპატიმრები და კვლავ ერთგული გახდეს საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ვაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ჩემს ძალისხმევებს გავაორმაგებ ორპარტიული, ორპალატიანი “MEGOBARI აქტის” მისაღებად,” - წერს შაჰინი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა