Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

აზერბაიჯანმა და სომხეთმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ნახვები: 443 აზერბაიჯანმა და სომხეთმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„ეს ნამდვილად დიდი დღეა. ზოგიერთი სხვა დიდი ანონსი გვაქვს, მაგრამ მათ შესახებ განცხადების გაკეთება არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა რამეს ცოტათი მაინც დაეჩრდილა ის, რაც დღეს მოხდა. სიკვდილისა და ზიზღის 35 წელი და ახლა იქნება ერთად სიყვარული, პატივისცემა და წარმატება. არა მგონია, რომ ეს შეიძლება დაიჩრდილოს. ომი იყო, ამდენი ადამიანი იტანჯებოდა, ამდენი ადამიანი იქნა მოკლული და ახლა დიდი მშვიდობა გექნებათ… ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. გილოცავთ, შესანიშნავი ლიდერები ხართ, ისტორიაში შეხვალთ… ეს ნამდვილად ძალიან, ძალიან განსაკუთრებული რამეა”, - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს, სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის პატივისცემით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანნა კელიმ განაცხადა.

„ეს [შეთანხმება] ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს, სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის პატივისცემით…

სამუშაო ჯგუფები დაუყოვნებლივ ამოქმედდებიან მომდევნო თვეებში საგზაო რუკის დეტალების სრულად განსახორციელებლად. მშვიდობისკენ ამ გზაზე დადგომით სამხრეთ კავკასიის რეგიონის სრულ პოტენციალს ვხსნით ვაჭრობაში, ტრანზიტსა და ენერგეტიკის ნაკადებში”, - განაცხადა კელიმ.

"დღეს ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. ჩვენ საფუძველს ვუყრით უკეთეს ისტორიას, ვიდრე წარსულში იყო... ეს დაასრულებს კონფლიქტს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა და დაიწყებს ახალ ერას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულობასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე. დღევანდელი დეკლარაცია, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, როგორც მოწმე, იძლევა თავდაჯერებას და რწმენას, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპიზოდს მშვიდობის, დაცულობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით...
მე მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს, რომ მოიტანა ასეთი გამოსავალი, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია სრულიად შეცვალა. ეს არის დიდი წარმატება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იმიტომ, რომ უფრო მეტად მშვიდობიანი რეგიონი ნიშნავს უფრო მეტად უსაფრთხო მსოფლიოს" | თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებამდე.
 
"ეს არის ისტორიული მონაპოვარი აზერბაიჯანისთვის - იყოს სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოს ყველაზე დიდებულ ქვეყანასთან, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა და ასევე პასუხისმგებლობა. ეს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი მოიცავს ძალიან ბევრ სფეროს - ორმხრივ ინვესტიციებს, ვაჭრობას, ტრანზიტს, თავდაცვის სფეროში ვაჭრობას, კონტრტერორიზმს - ვიმედოვნებთ, ყველა ამ სფეროში გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა სამომავლოდ. ეს ხნის უზარმაზარ შესაძლებლობების ფანჯარასა აზერბაიჯანისთვის, რომ განვაგრძოთ განვითარება... ასევე მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, რომ მან მოუხსნა აზერბაიჯანს 1992 წელს დადებული შეზღუდვა.
ეს არის დღე, რომელიც ამაყად დარჩება აზერბაიჯანელი ხალხის მეხსიერებაში... დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რომელიც გახსნის ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს გვეყოფა გამბედაობა და პასუხისმგებლობა, რომ შევრიგდეთ. ასევე შერიგდება ჩვენი მოსახლეობაც, ჩვენ გადავშლით ამ დაპირისპირების, კონფრონტაციისა და სისხლისღვრის ფურცელს და ჩვენს შვილებს ნათელ და მშვიდობიან მომავალს მოვუტანთ" | თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, იილჰამ ალიევმა თეთრ სახლში სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა