ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ წავალთ დონბასიდან, ამას ვერ გავაკეთებთ

ნახვები: 464 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ წავალთ დონბასიდან, ამას ვერ გავაკეთებთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ძალების დონბასიდან გასვლას გამორიცხავს.

„ჩვენ არ წავალთ დონბასიდან. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. დონბასი რუსებისთვის არის ბიძგი სამომავლო ახალი თავდასხმისთვის. რამდენიმე წელი და პუტინს გახსნილი ექნება გზა ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც და არამხოლოდ. ასევე, ხარკოვზე“, – განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხები ვერ განიხილება მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

„მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის ჩაბარებას, რადგან ამის უფლება არ მაქვს. საქმე არ არის იმაში, რომ კონსტიტუციის უკან ვიმალები. სახელმწიფო რა არის, კერძო საკუთრებაა? დონეცკის ოლქის 30% რა არის, ჩემი კერძო საკუთრებაა? ტერიტორიების გაცვლა ძალიან რთული საკითხია, რომლის გამოყოფა შეუძლებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პოზიცია რჩება უცვლელი: პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა