საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

შევთანხმდით, რომ NATO-ს ძალები უკრაინაში არ უნდა შევიყვანოთ-სტოლტენბერგი

ნახვები: 339 შევთანხმდით, რომ NATO-ს ძალები უკრაინაში არ უნდა შევიყვანოთ-სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ცის დაკეტვა, ამ ეტაპზე არ განიხილება.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აგრძელებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა არ აპირებს მის საჰაერო და სახმელეთო სივრცეში NATO-ს ძალების შეყვანას.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი უარს ამბობს ცის დაკეტვაზე, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის თავზე მყოფი რუსეთის თვითმფრინავების განადგურებით შეიძლება. ამან კი, შესაძლოა, მთელი ევროპა მასშტაბურ კონფლიქტამდე მიიყვანოს.

„ცის დაკეტვის საკითხი განიხილებოდა, თუმცა იმავდროულად მოკავშირეები თანხმდებიან, რომ არ უნდა გვყავდეს NATO-ს თვითმფრინავები უკრაინის თავზე ან ნატოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე.

ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი დახმარების ძალისხმევას და ვიღებთ ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს, მობილიზებას ვახდენთ მთელი მსოფლიოს ძალისხმევის რუსეთის დაგმობასა და უკრაინის მხარდაჭერაში.

იმავდროულად, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ არ დავუშვათ ამ ომის უკრაინის მიღმა ესკალაცია, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში იქნება და მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევალთ უკრაინაში, არც მიწაზე და არც საჰაერო ზონაში.

რა თქმა უნდა, ცის დაკეტვის ერთადერთი გზა NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ზონაში შესვლა იქნება და ცის დაკეტვა რუსეთის თვითმფრინავების ჩამოგდებით დაწესდება.

ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, შესაძლოა, მივიდეთ ევროპაში სრულმასტაბიანი ომის ზღვარზე, რაც შეეხება კიდევ უფრო მეტ ქვეყანას და კიდევ მეტ ადამიანურ ტანჯვას მოიტანს.

ესაა მიზეზი, რის გამოც ვიღებთ ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებას: ვაწესებთ მძიმე სანქციებს, ვაძლიერებთ მხარდაჭერას, მაგრამ იმავდროულად არ ვერთვებით NATO-ს ძალებით კონფლიქტში, არ შევდივართ არც მათ საჰაერო ზონაში და არც მის გარშემო" - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა