ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

სალომე ზურაბიშვილი - “ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა

ნახვები: 529 სალომე ზურაბიშვილი - “ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა

“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინეს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან.

“არ მინდა, საქართველოში ვითარების აღწერაზე საუბარი. ყველამ ვიცით და ფართოდ აღიწერება ასევე, მედიაში, რომ ვითარება უკიდურესად რთულია ყველა - დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებების და ადამიანების მდგომარეობის - მხრივ. მე დღეს, აქ, იმ ხალხსაც წარმოვადგენ, რომლებიც ციხეში არიან და, შეიძლება, სიმბოლურად, მსურს ვახსენო მზია ამაღლობელი - ჟურნალისტი ქალი, რომელიც ციხეში ზის სრულიად უმიზეზოდ…

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო სტრატეგიული გამარჯვება იყო აშშ-ისთვის რუსეთზე, თან მშვიდობიანი. მას შემდეგ, რაც რუსეთი ერთ საუკუნეზე მეტხანს ცდილობდა კავკასიისა და, შესაბამისად, ცენტრალური აზიის თავის ექსკლუზიურ დომინაციაში დატოვებას, ამერიკა სრულფასოვანი აქტორი გახდა რეგიონში, რამაც ჩვენი ხალხი შთააგონა და ახალი სტანდარტები განსაზღვრა.

დღეს პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას. საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან და, ამავდროულად, სულ უფრო თანხვედრაში ხდება აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად.

“ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. “ქართული ოცნების” საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინეს. საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე - ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემს უკან ზის, დამეთანხმება. ამერიკულ პოლიტიკაზე - აშშ-ის მოსკოვის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ. თავდასხმები პრეზიდენტ ტრამპზე პერსონალურად და მის ადმინისტრაციაზე.

პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან - აკოპირებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას; ჩინეთთან - ანაკლია, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდედ; უვიზო - ჩინეთთან და ირანთან”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა