თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლებისადმი რუსეთის დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი ყველა დასავლური სტრატეგიული კავშირების ჩამოშლა

ნახვები: 396 სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლებისადმი რუსეთის დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი ყველა დასავლური სტრატეგიული კავშირების ჩამოშლა

ივანიშვილის ხელისუფლებისადმი რუსეთის დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი ყველა დასავლური სტრატეგიული კავშირების ჩამოშლა - ამ თვალსაზრისით, აშშ-ისთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების სწრაფად გაფუჭება, რადგან მისი წონა ევროკავშირში შეუდარებლად მძიმეა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები „ემსახურება იმას, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად დაზიანდეს“.

„ნათელია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებისადმი რუსეთის დავალებაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი ყველა დასავლური სტრატეგიული კავშირების ჩამოშლა. ამ თვალსაზრისით, აშშ-ისთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის ფედერაციასთან ურთიერთობების სწრაფად გაფუჭება, რადგან სწორედ გერმანიის სიტყვა იყო გადამწყვეტი ისეთ საკითხებში, როგორიც არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ზოგადად, გერმანიის წონა დღეს ევროკავშირში შეუდარებლად მძიმეა. როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად დაზიანდეს ურთიერთობები. ამასთან, გერმანიას არ დარჩეს სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდან ყველა ურთიერთობების ფორმატის გაუქმებას, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ „მოთხოვნა“ ისაა, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რუსების მოთხოვნით გაყინეს, „ქართული ოცნების“ შემდეგი მოთხოვნა ისაა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც ისინი დგამენ, ევროკავშირის მოთხოვნების პირდაპირ საწინააღმდეგოა. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებაზე ხელის აღება და „რუსული კანონის“ გაუქმება. მოთხოვნა არის კორუფციასთან ბრძოლაც და ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი კორუმპირებული ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არ ჰყოლია [ქვეყანას]. მოთხოვნებს ვერ ასრულებენ იმიტომ, რომ რუსები მათ სხვა რამეს სთხოვენ და მათი უფროსები რუსეთში არიან. ამ მოთხოვნების შესრულების ნაცვლად, ისინი ცდილობენ ახალი პროპაგანდის აგორებას რუსული ხერხებით, თითქოს, ევროკავშირი ჩვენ ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმას გვთხოვს. კარგია, რომ ევროპა ძალიან აქტიურად აბათილებს ამ პროპაგანდისტულ ხაზს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა