პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ გზას-ვიოლა ფონ კრამონი

ნახვები: 372 იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ გზას-ვიოლა ფონ კრამონი

საქართველო რეფორმების განხორციელების, უკრაინის სოლიდარობისა თუ ინტეგრირების ნაცვლად, საპირისპიროს აკეთებს, ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვერ იყენებენ ამ შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა განუცხადა.

მისი თქმით, წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აუცილებელია ომიდან გამომდინარე, უკრაინისთვის სოლიდარობის საჩვენებლად.

„საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ვიტყოდი, რომ დიახ, ყველა მიესალმება და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპულ გზას. ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში საჭიროა რეფორმები, რომლებიც აუცილებელი კრიტერიუმია საუბრებისთვის, წევრობის პროცედურისა და იმპლემენტაციისთვის. ამ მომენტში შემიძლია, ვთქვა, რომ დიახ, გადაწყვეტილება აუცილებელია ომიდან გამომდინარე, უკრაინისთვის სოლიდარობის საჩვენებლად. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მთავარი სიგნალი და ამ რაკურსით, მესმის საქართველოსა და მოლდოვის პოზიცია, რომ ჩვენც ასოცირებული ქვეყნები ვართ, რატომ არ შეიძლება, გავიაროთ იგივე გზა. მაგრამ თუ შევხედავთ შიდა პოლიტიკას, განსაკუთრებით ახლა, საქართველო რეფორმების განხორციელების, უკრაინის სოლიდარობისა თუ ინტეგრირების ნაცვლად, საპირისპიროს აკეთებს და ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვერ იყენებენ ამ შესაძლებლობას ამ მომენტისთვის", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა