ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

აქციების დაწყებიდან 300 დღის გასვლის აღსანიშნად, 23 სექტემბერს, 300 არაგველის ძეგლიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება

ნახვები: 502 აქციების დაწყებიდან 300 დღის გასვლის აღსანიშნად, 23 სექტემბერს, 300 არაგველის ძეგლიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გაიმართება

23 სექტემბერს, ორთაჭალაში, 300 არაგველის ძეგლთან შევიკრიბებით და 19:00 საათზე პარლამენტისკენ დავიძვრებით - საქართველოს მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც დემოკრატიული, დასავლური ღირებულებები და საზოგადოებრივი უფლებები არის მნიშვნელოვანი, უზურპატორ რეჟიმს არ შეეგუება,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გურამ ჩუხრუხიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციების დაწყებიდან 300 დღის შემდეგაც, მოთხოვნები უცვლელია -„თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა“.

„23 სექტემბერს არის უწყვეტის პროტესტის მე-300 დღე. მხოლოდ მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის პროტესტები იყო, რომლებმაც მოუტანა ხალხს თავისუფლება, რომელიც 300 დღეზე დიდხანს გაგრძელდა. მნიშვნელოვანია, რომ არალეგიტიმურ, მოღალატე რეჟიმს ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი არის უდრეკი იმ მოთხოვნების მიმართ, რომელიც 300 დღის წინ გაჟღერდა, რომელიც არის ჩვენი თავისუფლების მიმართ - ეს არის ჩვენი თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და რაც მთავარია, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.

ჩვენ სიმბოლურად, 23 სექტემბერს, ორთაჭალაში, 300 არაგველის ძეგლთან შევიკრიბებით და 19:00 საათზე პარლამენტისკენ დავიძვრებით. რუსთაველზე კი ფილმის ჩვენება იქნება რეჟიმის ტყვეების შესახებ. ასევე, იქნება გარკვეული სახის გამოფენა, რომელსაც კულტურის წარმომადგენლები გააკეთებენ და რეჟიმს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც დემოკრატიული, დასავლური ღირებულებები და საზოგადოებრივი უფლებები არის მნიშვნელოვანი, უზურპატორ რეჟიმს არ შეეგუება“,- განაცხადა გურამ ჩუხრუხიძემ.

აღნიშნულ თემაზე პარლამენტთან აქტივისტებისა და სამოქალაქო ჯგუფების ერთობლივი განცხადებაც გაკეთდა. მათი თქმით, „300 დღეა რეჟიმი თავისუფალ საზოგადოებას ტერორსა და შიში ამყოფებს“.

„300 დღეა, რაც [მმართველი პარტია] საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს არღვევს, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის და ქვეყანას ცივილურ სამყაროსგან სრულ იზოლაციაში აგდებს. 300 დღეა, რაც ებრძვის ქვეყნის დასავლურ პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორს, ბიზნესს და პარტიებს, შლის სისტემებს და იტაცებს საჯარო ინსტიტუტებს.

300 დღეა, რაც ავტორიტარიზმს ამყარებს და ქვეყანას რუსეთის გუბერნიად აქცევს, ქვეყნის ეკონომიკას რუსულ და ჩინურ ბაზარზე კიდებს და მოსახლეობას აღარიბებს. ამიტომ ამ და უამრავი სხვა მიზეზის გამო, 300 დღეა ვდგავართ ქუჩში და ვიდგებით სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარების გზას, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ განთავისუფლდება და არ ჩაინიშნება ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“,- ნათქვამია აქტივისტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა