ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

დონალდ ტრამპი - მშვიდობისთვის ისტორიული დღეა, მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობა დარჩა, თუ ასე არ მოხდება, ბიბი, იცი, რომ სრული მხარდაჭერა გექნება იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გააკეთო

ნახვები: 537 დონალდ ტრამპი - მშვიდობისთვის ისტორიული დღეა, მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობა დარჩა, თუ ასე არ მოხდება, ბიბი, იცი, რომ სრული მხარდაჭერა გექნება იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გააკეთო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

„დღეს მშვიდობისთვის ისტორიული დღეა. მოდით, ამას ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა ვუწოდოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპმა სამშვიდობო გეგმაზე დათანხმებისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობა დარჩა“.

„მაქვს განცდა, რომ დადებით პასუხს მივიღებთ. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდება, ბიბი [ნეთანიაჰუ], იცი რომ, ჩვენი სრული მხარდაჭერა გექნება იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გააკეთო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა