სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

თიბისი ტექი - უკვე 1000 თანამშრომელი

ნახვები: 501 თიბისი ტექი - უკვე 1000 თანამშრომელი

თიბისის დიდ და უნიკალური უნარების მქონე ტალანტებით გაჯერებულ ტექ გუნდს მეათასე პროფესიონალი შეუერთდა.

180-ზე მეტი პროდუქტი, 400-ზე მეტი სისტემა, დანერგვების თითქმის 100%-იანი ავტომატიზაცია, სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობა - ეს ყველაფერი თიბისის ტექ გუნდზე დგას.

„ახლა, ჩვენი გუნდი 1000 პროფესიონალს აერთიანებს, რომელიც ყველა სტრატეგიულ ტექნოლოგიურ პლატფორმას თავად ქმნის და ავითარებს. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ თიბისის ტექნოლოგიური განვითარება და სამუშაო პროცესები ძალიან დინამიური და საინტერესოა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს ტექნოლოგიური ამოცანა ან გამოწვევა, რომელსაც ვერ ამოვხსნით და ამას ვამტკიცებთ ყოველდღიურად - მთავარია, გჯეროდეს” - ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

1000 უბრალოდ ციფრი არაა. ეს ნიშნავს, რომ თიბისის ძლიერი კორპორატიული კულტურა და ტალანტების მოძიების სწორი სტრატეგია აქვს. ჩვენი ორგანიზაციული კულტურა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს საკუთარი უნარებისა და ხასიათის წარმოჩენის შესაძლებლობებს.

გიორგი ყანჩაველი (თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი): “დიდი და ძლიერი გუნდი, უსაზღვრო შესაძლებლობების გარდა, არის დიდი მოტივაცია. ეს ქმნის იმ შედეგებსა და სიკეთეებს, რომელიც მიგვაქვს მილიონზე მეტ ადამიანთან ყოველდღიურად. თითოეული ახალი ადამიანი, ახალი ისტორია და ელემენტია დიდი გუნდის ხასიათსა და სტრუქტურაში.”

1000 თანამშრომელი თიბისი ტექისთვის ნიშნავს არა მხოლოდ მასშტაბს, არამედ 1000 სხვადასხვა ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საერთო წარმატებაში ერთიანდება.

შოთა იორამაშვილი (ვებ და მობაილ დეველოპმენტის ლეგიონის პარტნიორი): “სასიხარულოა, რომ ტექის მეათასე თანამშრომელი, სწორედ, ჩემს გუნდს შემოუერთდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ძალა არ იზომება მხოლოდ ადამიანების რაოდენობით; არამედ, იმ განვითარებით და შედეგით, რომელსაც თითოეული წევრი ქმნის. რეალური ღირებულება ისაა, რომ თითოეული თანამშრომელი მუდმივად ვითარდება და იზრდება.”

თიბისი ტექისთვის 1000 თანამშრომელი არის შესაძლებლობა, შექმნას კარიერული ზრდის კიდევ უფრო დიდი სივრცე და გაამყაროს ღირებულებები, რომელიც მის თითოეულ წევრს აერთიანებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა