მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ევროკავშირი პოზიტიურ, სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით-სეერგენკო

ნახვები: 322 ევროკავშირი პოზიტიურ, სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით-სეერგენკო

შეძრული ვარ იმით, რაც უკრაინაში ხდება,ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორ მილიონზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ საქართველო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, წარმოუდგენელი ამბები ხდება, ბევრი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და სიცოცხლე გადაერჩინათ.

„იმდენად წარმოუდგენელია, რომ რაღაც რაციონალურის დანახვა მიჭირს. ეს ყველაფერი მიუღებელი და წარმოუდგენელია. ვფიქრობ, აგრესორი რაღაც ფორმით გონს მოეგება და ეს საშინელება ჩაცხრება, რაც უკრაინაში ხდება. რაიმე რაციონალურის თქმა გამიჭირდება, რადგან ჩემში ემოციები ჭარბობს. უკრაინის ყველა მოქალაქე, ვინც საქართველოშია, მათ მიმართ ჰუმანიტარული თვალსაზრისით დახმარება იქნება. პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ვინც იმყოფება, მათთან კომუნიკაცია გვაქვს და საქართველოში მათი გადმოყვანა ჯერ ტექნიკური საკითხების გამო გართულებულია, თუმცა ამის მზადყოფნა გვაქვს და თუ აქ ჩამოვლენ, მაქსიმალურ მხარდაჭერას გავუწევთ. ომი, რომელიც ახლა უკრაინაში მიდის, ბევრ რამეს შეცვლის მომავალში და უკვე ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება, რომელთაც ცალსახად განაცხადეს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის შეჩერება მათგან უფრო მეტად რომ ყოფილიყო მხარდაჭერილი, შეიძლება ის არ მომხდარიყო, რაც ახლა ხდება. ვითარება შეცვლილია და ვფიქრობ, ევროკავშირი პოზიტიურ და სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა