ლევან სანიკიძე - არაფერი მაქვს სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე, სად და ვისთან ერთად ვიყავი
თიბისის დაფინანსებით თბილისში მონტესორის პირველი ბაღი გაიხსნა
არ გამოტოვო AI საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალი წარუდგინეს
Russian army loses 1,090 soldiers and one air defense system in war against Ukraine
Air Force shows how Skynex complex destroys Russian drone
NG soldiers show how they destroyed 18 shelters with Russian invaders

სალომე ზურაბიშვილი - პროტესტი არსად წასულა, არავინ ჩათვალოს, რომ მუხტი გამქრალია და შეუძლიათ, რაც უნდათ, ის გააკეთონ

06.10.2025 ნახვები: 233

პროტესტი არსად წასულა და ის 50,70,80 ათასი ადამიანი გამოვა და გამოვა მშვიდობიანად, როგორც გამოდიოდა, ეს იქნება დღეს, ხვალ და ზეგ. არავინ ჩათვალოს, რომ მუხტი გამქრალა და შეუძლიათ, რაც უნდათ, ის გააკეთონ, არ არის ეს ასე. ქართველი ხალხი დგას თავის ადგილას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილის შეფასებით, „რეჟიმის მთავარი სამიზნე არის“ რუსთაველის გამზირი.

„ქართველმა ხალხმა გამოაჩინა გამძლეობა, წინააღმდეგობა. აქ მყოფი სრულიად მშვიდობიანი საზოგადოება, რომელიც გამოდის და თავის სიტყვას ამბობს - “მე არ შევეგუები“, ამ ხელისუფლებას, რომელიც არის არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნებით შედგენილი და შემდგომ, რომელმაც ზურგი აქცია ჩვენ ევროპულ მომავალს, “მე არ შევეგუები” - ამას ამბობს თითოეული მოქალაქე, რომელიც აქ 312 დღეა მოდის და გააგრძელებს. რეჟიმის მცდელობა, ცხადია, არის ის, რომ რაღაცნაირად ეს რუსთაველი ან შეაშინოს, ან გააჩეროს, ან გადაიყვანოს სხვა რამეში, რომ მისი ხასიათი შეიცვალოს, თვითონ მოირგოს მშვიდობის მანტია და ჩვენ მოგვარგოს ძალადობრივი სურათი. ეს არ გამოვა.

ან ემუქრებიან ამ რუსთაველს ან ცდილობენ, რომ უიმედობა გააჩინონ. აქ რომ ზოგჯერ ისმის „ აბა, რა პერსპექტივაა“, „რა გეგმებია“ - არ შეიძლება, რომ იყოს კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ დამთავრდება დიქტატურული, რუსული რეჟიმი. ჩვენ ერთობლივად ვებრძვით აქაურ დიქტატურულ რეჟიმს და მის ზურგს უკან მდგარ რუსეთს, ყველანაირად ეხმარება, ის სპეცსამსახურები, როგორ არჩევნების დროს დაეხმარნენ, ისე ეხმარებიან დღეს, ყველანაირად დგანან მის უკან და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვებრძვით. ამიტომ, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელსაც არ გააჩნია მზა რეცეპტები და ვინც იტყვის, რომ მზა რეცეპტი არსებობს - ყველას გვინდა, რომ სასწაულის გვჯეროდეს, გასაგებია, არის ის დღეს, როცა შენ გინდა რაღაც ახალი იმედი, ამიტომ, მე არავის არაფერს ვაბრალებ. ყველასი მესმის, რაღაცნაირად დაუკმაყოფილებელი სურვილი, რომ ეს ჩქარა დამთავრდეს იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება მიდის და ჩემი, კიდევ უფრო, მაგრამ მოთმინება, გამძლეობა, მდგრადობა არის ის, რაც ყველაზე დიდი დამახასიათებელია ამ ხალხის, ვინც აქ დგას და ჩვენ ამით ვიამაყოთ და ამით გვქონდეს ჩვენი მთავარი იმედი და ნდობა”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებზე.

“ორბელიანის სასახლეში იყო, რაც ვთქვი, რეჟიმის მიერ ხაფანგი მოწყობილი. ამიტომ, ამ მოძრაობის, ამ მშვიდობიანი პროტესტის დამახასიათებელი ეს არ არის. არ არსებობს, რომ ადამიანები, რომლებიც 300-ზე მეტი დღეა დგანან იმისათვის, რომ დაიცვან ამ რეჟიმის წინააღმდეგ კონსტიტუცია, რომელსაც რეჟიმი ყოველ დღე არღვევს, ფეხქვეშ თელავს და ჩვენ ამას აქ ვიცავთ, ყველა, აქ მდგარი თითოეული ადამიანი და თქვენ გინდათ [თქვათ], რომ ერთ საათში ეს ყველაფერი გაქრა და იგივე ეს ხალხი უცებ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე მიდის? არ არის ეს, ასე”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ პროტესტს ვერაფერი დააზიანებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა