საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს

ნახვები: 331 აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებს.

ოპოზიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკეს რიჟვაძის პოზიციას გმობს და მის გადადგომას ითხოვს. ოპოზიცია კოლეგებს მოუწოდებს, შეუერთდნენ.

"აჭარის უმაღლეს საბჭოში უნდობლობის პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აქ, ამ რეგიონში არსებული ოპოზიციური პარტიები ერთობლივად ვიწყებთ ეროვნული თანხმობის და ეროვნული პეტიციის დოკუმენტის შექმნას, რომლითაც დაინიცირდება და გაძლიერდება თორნიკე რიჟვაძის გადაყენების პროცესი.

ჩვენი მიზანია, ქართული ოცნების დეპუტატებს, ადგილზე მყოფებს, შერცხვენილებს დავეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ თორნიკე რიჟვაძე არ წარმოადგენს დღეს აჭარის მოსახლეობის პოზიციას, მათ განცდებს, მათ სურვილებს უკრაინასთან თუ ჩვენს სამშობლოსთან მიმართებით", - თქვა ლელოს წევრმა ირაკლი კუპრაძე.

თორნიკე რიჟვაძემ არ უპასუხა კითხვას, უკრაინაში ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა. კრიტიკის შემდეგ კი მან თქვა - " იქით მაქვს შეკითხვა - ვინ დაიწყო 2008 წლის ომი?"

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა