თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

დონალდ ტრამპი ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესურთიერთობებში არიან, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფს უწესებს

ნახვები: 370 დონალდ ტრამპი ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესურთიერთობებში არიან, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, ნებისმიერი ირანთან ბიზნესურთიერთობაში მყოფ ქვეყანას, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფი დაუწესდება. ვაშინგტონი ამ ნაბიჯით ირანში შექმნილ ვითარებას პასუხობს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, "განკარგულება საბოლოო და შეუცვლელია". ამასთან ტარიფები „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“. თუმცა რომელ ქვეყნებს შეეხება ტარიფები ან რა იგულისხმება „ირანთან ბიზნესის წარმოებაში“ აშშ-ის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმოებულ ნებისმიერ და ყველა ბიზნეს ოპერაციაზე 25%-იან ტარიფს გადაიხდის“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

Reuters-ი წერს, რომ თეთრი სახლის ვებგვერდზე აღნიშნული პოლიტიკის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია არ გამოქვეყნებულა. ასევე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ სამართლებრივი ბერკეტების შესახებ, რომლებსაც ტრამპი ტარიფების დასაწესებლად გამოიყენებდა, ან გავრცელდებოდა თუ არა ეს ზომები ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე. თეთრ სახლს გამოცემის კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია. Reuters-ის მასალაში აღნიშნულია, რომ ირანი, ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) წევრი, წლებია ვაშინგტონის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება. ის საკუთარი ნავთობის დიდ ნაწილს ჩინეთში ყიდის, ხოლო მის სხვა ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან თურქეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ ტრამპის მიდგომა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჩინეთი მიიღებს „ყველა საჭირო ზომას“ საკუთარი ინტერესების დასაცავად და ეწინააღმდეგება „ნებისმიერ უკანონო ცალმხრივ სანქციასა და ექსტრატერიტორიულ იურისდიქციას“ (ე.წ. „გრძელი მკლავის“ იურისდიქციას).

„ჩინეთის პოზიცია ტარიფების განურჩეველი დაწესების წინააღმდეგ თანმიმდევრული და ნათელია. სატარიფო და სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ხოლო იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ აგვარებს“, — განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა პლატფორმა X-ზე.

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, რომლებმაც გასულ წელს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებები გააფორმეს, განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

„ჩვენ... ვგეგმავთ მივიღოთ ნებისმიერი საჭირო ზომა, როგორც კი აშშ-ის მთავრობის კონკრეტული ქმედებები გახდება ცნობილი“, — ნათქვამია სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივნის მოადგილემ, მასანაო ოძაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტოკიო „საგულდაგულოდ შეისწავლის ნებისმიერი ღონისძიების კონკრეტულ შინაარსს მათი გამოკვეთისთანავე, ასევე მათ პოტენციურ გავლენას იაპონიაზე და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.

ცნობისთვის, ირანში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება, რომლებიც თავდაპირველად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო უკმაყოფილებით დაიწყო, შემდეგ კი სასულიერო მმართველობის დამხობის მოთხოვნებში გადაიზარდა. აშშ-ში ბაზირებული უფლებადამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ინფორმაციით, 28 დეკემბერს პროტესტის დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია 599 ადამიანის გარდაცვალება, რომელთაგან 510 მომიტინგეა, ხოლო 89 — უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა