თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

18 იანვრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

ნახვები: 392 18 იანვრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

„თბილისში 15-16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -15, დღისით -5, -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -7, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12, -14, დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20, დღისით -6, -8 გრადუსი დაფიქსირდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა