ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

პედრო სანჩესი - აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს

ნახვები: 396 პედრო სანჩესი - აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის შეჭრა გრენლანდიაში პუტინს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. ამის შესახებ განცხადება პედრო სანჩესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება დანიის შემადგენლობაში შემავალი კუნძულის წინააღმდეგ დააზიანებს ნატო-ს და რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

„თუ ვფოკუსირდებით გრენლანდიაზე. მე უნდა ვთქვა, რომ აშშ-ის შეჭრა ამ ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გადააქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ლეგიტიმაციას მიანიჭებს მისი შეჭრის მცდელობას უკრაინაში. თუ აშშ გამოიყენებს ძალას, ეს იქნება სასიკვდილო განაჩენი ნატო-სთვის. პუტინი კი ორმაგად ბედნიერი იქნებოდა“, – ამბობს სანჩესი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა