მიხეილ სააკაშვილი პროცესზე - ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
Russian forces lose 980 personnel, two air defense systems in Ukraine over past day
Ukrainian National Guard wipes out Russian assault company near Pokrovsk
Ukraine’s border guards hit Russian transport, communications on southern axis
EU considers including Ukraine's membership in peace agreement – Bloomberg
Kremlin planning to use “pacifists” for anti-Ukrainian actions at Munich Conference – DIU
Ukraine to sign agreement with Moldova on repatriation of unaccompanied children

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

03.02.2026 ნახვები: 884

მთავრობის მიერ სკოლებში დაგეგმილ რეფორმას და ამ მიმართულებით “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა, 82 - ხმით (8 წინააღმდეგი), პირველი მოსმენით მიიღეს.

პროექტის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს არანაკლებ 11 და არაუმეტეს - 12 წელს. რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება: დაწყებითი (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო (3 წელი − VII− IX კლასები) და საშუალო (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი).

მოსწავლის მიერ 11 კლასის პროგრამის დაძლევის შედეგად სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი გაიცემა, ხოლო ნებაყოფლობითი XII კლასის დასრულების შედეგად, პირი დამატებით 12 წლიანი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს - ატესტატს მიიღებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას მოისურვებენ. XII კლასში სწავლა წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე წარიმართება.

უქმდება სკოლის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესი. “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული ნორმების ამოღება ხდება. სკოლა ვალდებული იქნება ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა სამინისტროს მიერ შექმნილი ან სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით განახორციელოს. კანონში გაიწერება, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შექმნას, მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ - დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით - საჯარო სკოლებისთვის მის მიწოდებას. სამინისტრო დაამტკიცებს სახელმძღვანელოს საფასურს, მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესს.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილი იქნება “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად სამეწარმეო იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დააფუძნოს. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები ფორმებით უზრუნველყოს.

“ხშირია შემთხვევები, როდესაც სამინისტროს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება ესაჭიროება, რომელიც დაკავშირებულია ცალკეული ტიპის ეკონომიკურ აქტივობასთან. მაგალითად, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროცესი, სასკოლო ფორმით უზრუნველყოფის პროცესი - შესაბამისი შეკვეთები, ტრანსპორტირება, დასაწყობება, მიწოდება, შენახვა, მოვლა-პატრონობა და სხვა“, - განმარტავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კანონის პროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაამტკიცებს სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების - მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენების ზოგად პირობებს.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება შეეზღუდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა