მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადაიდგმება

ნახვები: 379 ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადაიდგმება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადაიდგმება

„ეს მნიშვნელოვანი დღეა და ჩვენი საერთო უსაფრთხოების, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადაიდგმება. გეგმა მოიცავს დრონების წარმოების პირველი ერთობლივი უკრაინულ-გერმანული საწარმოს შექმნას, ასევე პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს. ჩვენ გვჭირდება მეტი ერთობლივი წარმოება, მეტი მდგრადობა, მეტი კოორდინაცია და ეფექტურობა ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი მიღწევაც შეგვიძლია, არის ომის დასრულება ღირსეული მშვიდობით და უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, რათა ევროპაში დაცვის გარეშე დარჩენის არავის ეშინოდეს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა