კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალენ ბერსე - ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ნახვები: 345 ალენ ბერსე - ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დღევანდელი ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებები, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არასათანადო მოპყრობა არასდროს არის გამართლებული.

„ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ“, - წერს ალენ ბერსე.

გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ ევროსაბჭო მზადაა მხარი დაუჭიროს რეფორმებს.

შეგახსენებთ, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა