მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

დონალდ ტრამპმა სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროება დაავალა

ნახვები: 380 დონალდ ტრამპმა სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროსა და სხვა უწყებებს დაავალებს, გამოაქვეყნონ ფაილები, რომელიც მათ უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ აქვთ.

„გამოვლენილი უზარმაზარი ინტერესის საფუძველზე, დავავალებ ომის მდივანს და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ უცხოპლანეტელებთან, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან (UAP) და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და გამოქვეყნების პროცესი, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, რომელიც დაკავშირებულია ამ ურთულეს, მაგრამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრაიან ტაილერ კოენთან ინტერვიუში უცხოპლანეტელების არსებობა დაადასტურა.

„ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს“, - განაცხადა ობამამ, როდესაც ჰკითხეს, არიან თუ არა უცხოპლანეტელები რეალურები.

ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით Instagram-ის პოსტში განმარტა, რომ სამყაროს უკიდეგანობის გათვალისწინებით, ის სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის სტატისტიკურ ალბათობას გულისხმობდა.

ბარაკ ობამას განცხადებებზე კომენტირებისას დონალდ ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა.

„არ ვიცი, რეალურია თუ არა. შემიძლია გითხრათ, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია გასცა. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. მან დიდი შეცდომა დაუშვა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა