Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა

ნახვები: 325 საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ მოიპოვა

„ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში პოლ თომას ანდერსონის ფილმმა „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ გაიმარჯვა.

ფილმმა „ოსკარი“, საერთო ჯამში, 6 ნომინაციაში მოიპოვა. წლის საუკეთესო რეჟისორად, ამავე ფილისთვის, პოლ თომას ანდერსონი დასახელდა.

„ოსკარი“ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში მაიკლ ჯორდანმა მოიპოვა ფილმში „ცოდვილები“ შესრულებული როლისთვის. წლის საუკეთესო მსახიობ ქალად კი ჯესი ბაკლი დასახელდა ფილმისთვის „ჰამნეტი“. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ირლანდიელი მსახიობია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვეს ფილმებმა : „მომღერლები“ და „ორი ადამიანი, რომელიც ნერწყვს ცვლის“.

„ოსკარი“ საუკეთესო ქასთინგისთვის კასანდრა კულუკუნდისს გადაეცა ფილმისთვის : „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“. საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში კი ფილმმა „ავატარი: ცეცხლი და ფერფლი“ გაიმარჯვა. „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის შვედმა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ლუდვიგ გორანსონმა მოიპოვა ფილმისთვის „ცოდვილები.“

საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელი გახდა ნორვეგიული ფილმი „სენტიმენტალური ღირებულება“.

„ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ის სცენაზე კონან ო’ბრაიენმა უმასპინძლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა