მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა

ნახვები: 401 ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა

დღეს ჩვენი თავდაცვისა და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი დღეა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დამტკიცებას.

„უკრაინისთვის განკუთვნილი ევროპული დახმარების 90 მილიარდი ევროს სესხი განბლოკილია. ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, გახდის უკრაინას უფრო ძლიერს და საშუალებას მოგვცემს შევასრულოთ სოციალური ვალდებულებები“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს, რომ დახმარების პირველი ტრანში ხელმისაწვდომი მაისში ან ივნისში გახდეს.

„ასევე, კვიპროსში შეხვედრების დროს, პარტნიორებთან ერთად რუსეთზე შემდგომი სანქციების მეშვეობით ზეწოლის საკითხებს განვიხილავთ. მე-20 პაკეტი განბლოკილია და მას სანქციების სხვა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა