ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

ნახვები: 388 დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი სწრაფად დასრულდება.

„როდესაც უყურებთ მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ ამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვაკეთებთ: არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ [ირანს] ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანების უმეტესობა ამას ხვდება. მათ ესმით, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორია. ეს სწრაფად დასრულდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს.

„მათ შეთანხმების დადება სურთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა და სრულიად შესაძლებელია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა