პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 445 პაციენტი

ნახვები: 449 კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 445 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 729 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 364, „პისიარ"-ტესტით - 2 365.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 10,65%, ბოლო 14 დღის - 15,64%, ბოლო 7 დღის - 12,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 635 509 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 585 885 გამოჯანმრთელდა, 16 554 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 832 994 აცრა, დღიურად აცრილია 603.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 443 პირი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა