ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

PACE: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს შექმნის

ნახვები: 300 PACE: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს შექმნის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და მათი ლიდერების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დემოკრატიის საფუძვლებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ასამბლეა აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა ერთპარტიული მმართველობის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რაც შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან.

PACE მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა.

რეზოლუციაში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული ოპოზიციის ლიდერების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებები, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებული საქმეები.

ასამბლეის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის საქმიანობის შეზღუდვა, რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე მიუთითებს.

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური გარემოს აღსადგენად აუცილებელია ფართო პოლიტიკური დიალოგის დაწყება, რომელშიც ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც იქნება ჩართული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა