Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა

ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას

ნახვები: 348 ირაკლი კობახიძე: 78-ე მუხლი ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას გულისხმობს და არა ეროვნული ინტერესების დათმობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას ევროინტეგრაციისთვის ყველა გონივრული ზომის მიღებას ავალდებულებს, თუმცა ეროვნული ინტერესებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხარჯზე არა.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართალში მოქმედებს კოლიზიის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, თუ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი და კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური ამოცანა, უპირატესობა კონსტიტუციის ფუნდამენტურ დებულებებს ენიჭება.

„თუ არის კოლიზია სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, კოლიზიის პრინციპის თანახმად, უპირატესობა ძირითად დებულებებში განმტკიცებულ ნორმას ენიჭება. სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე გაკეთდა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადება, რომელმაც, მისი თქმით, საქართველოს მიმართ არსებული „უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტი“ დაასრულა.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციური ამოცანა კვლავ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაა და გამოთქვა იმედი, რომ ევროპული ბიუროკრატია მომავალში ეროვნული ინტერესებისა და ევროინტეგრაციის პროცესის თავსებადობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა - ეს არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მინდა შეგახსენოთ ჩვენი საარჩევნო დევიზი - მხოლოდ ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა