თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

საია: AlgorithmWatch-ის გამოძიება აჩენს კითხვებს, რატომ იყენებს შსს რუსულ სახის ამომცნობ სისტემას

ნახვები: 441 საია: AlgorithmWatch-ის გამოძიება აჩენს კითხვებს, რატომ იყენებს შსს რუსულ სახის ამომცნობ სისტემას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაციის, AlgorithmWatch-ის გამოძიება დამატებით კითხვებს აჩენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული სახის ამომცნობი ტექნოლოგიებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის შესახებ.

საიას ინფორმაციით, AlgorithmWatch-ის გამოძიების მიხედვით, შსს 2013 წლიდან სახის ამომცნობ სისტემას რუსული კომპანიის Papillon AO-სგან ყიდულობს. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული კომპანია სანქცირებულია უკრაინის, შვეიცარიის, იაპონიისა და აშშ-ის მიერ და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია ითანამშრომლოს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB).

საიას განცხადებით, გამოძიების მიხედვით, სამინისტროს მიერ გამოყენებული სისტემა ბოლო 11 წლის განმავლობაში ხუთჯერ განახლდა, ხოლო უახლესი ვერსია – Polyface 3.7.0 – შსს-ს 2025 წლის ივნისში მიეწოდა.

ორგანიზაციის განმარტებით, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შსს-მ მოითხოვა პროგრამის ისეთი ლიცენზია, რომელიც ოპერატორთა შეუზღუდავი რაოდენობის მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. საიას შეფასებით, AlgorithmWatch-ის გამოძიება მიუთითებს, რომ ეს ცვლილება შესაძლოა უკავშირდებოდეს მასშტაბური საპროტესტო აქციების მონიტორინგის შესაძლებლობის გაფართოებას.

საიას ინფორმაციით, გამოძიებაში ასევე აღნიშნულია, რომ სისტემა სახეების იდენტიფიცირებისთვის იყენებს სამოქალაქო რეესტრში დაცულ ფოტოსურათებს და შეუძლია მათი შედარება წინასწარ ატვირთულ ფოტოებთან, მათ შორის სოციალური მედიისა და სხვა გარე წყაროებიდან მიღებულ გამოსახულებებთან.

„ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების ნაკლებობის პირობებში, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, ცალსახად პროტესტის ჩახშობას, შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის ადამიანების დასჯას და საზოგადოებაში მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ AlgorithmWatch-ის გამოძიება კიდევ უფრო აძლიერებს კითხვებს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების შესაძლო არალეგიტიმური მეთვალყურეობისა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შესახებ და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა