ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა
აშშ, უკრაინა და ევროპელი პარტნიორები: სამშვიდობო შეთანხმებამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიცვას
ნიკა გვარამიასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – „ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა!“
პროკურატურამ 8-9 წლის მოსწავლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სპორტული წრის ყოფილ მასწავლებელს ბრალი წარუდგინა

მთავრობა საგზაო უსაფრთხოების ახალ რეფორმებს გეგმავს – მკაცრი წესები ახალბედა მძღოლებისთვის, უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენება და „ალკოჰოლური ბლოკირების“ სისტემის დანერგვა

ნახვები: 484 მთავრობა საგზაო უსაფრთხოების ახალ რეფორმებს გეგმავს – მკაცრი წესები ახალბედა მძღოლებისთვის, უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენება და „ალკოჰოლური ბლოკირების“ სისტემის დანერგვა

საქართველოს მთავრობა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს. სტრატეგია 5 აგვისტოს დამტკიცდა და მისი მიზანია 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის 25%-ით შემცირება.

სტრატეგიის მიხედვით, იგეგმება ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის შემოღება. ამ პერიოდში მათ მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გათვალისწინებული იქნება უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის:

  • გაზრდილი ფინანსური სანქციები;
  • მართვის მოწმობის ქულების უფრო დიდი რაოდენობით ჩამოკლება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2024 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 18%-ზე მეტი ოთხ წლამდე გამოცდილების მქონე მძღოლების ბრალეულობით მოხდა. ამასთან, სტრატეგია მიუთითებს, რომ ევროკავშირშიც მიღებულია გადაწყვეტილება ახალბედა მძღოლებისთვის მინიმუმ ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესების შესახებ.

სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის სავალდებულო გამოყენების რეგულაციის შემოღებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ ღვედის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც მათი, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების მძიმე დაზიანებისა და დაღუპვის რისკს. ამ მიზნით იგეგმება შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა, ეფექტიანი აღსრულების მექანიზმების დანერგვა და საინფორმაციო კამპანიების განხორციელება.

კიდევ ერთი დაგეგმილი სიახლეა ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვა. ასეთი სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ მისცემს, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონით დასაშვებ ნორმას გადააჭარბებს. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ნარკოტიკული თრობის გამოვლენის ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივ დანერგვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დამატებით გადამზადებას.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილებები ჯერ ძალაში შესული არ არის. ისინი მთავრობის მიერ დამტკიცებული 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის ნაწილია და მათი ამოქმედებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება საჭირო

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა