საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

საგარეო უწყება - უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად გრძელდება

ნახვები: 348 საგარეო უწყება - უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად გრძელდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი 40-მდე საქართველოს მოქალაქე. დღეს რუმინეთიდან დამატებით ასევე მოხდება საქართველოს 50 მოქალაქის ორგანიზებული გამომგზავრება, მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება პოლონეთიდან, საიდანაც სახელმწიფოს დახმარებით საერთო ჯამში 150-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასევე გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქალაქ ლვოვიდან ვარშავას მიმართულებით ავტობუსის.

„დამატებითი რეისები შესრულდება 15 და 16 მარტს, ამ დროისთვის საერთო ჯამში ლვოვიდან- ვარშავის მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევით საქართველოს 500-მდე მოქალაქე იქნა გამოყვანილი. მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა ხდება ოდესიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.

უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება საქართველოში.

საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.

ისინი ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ მათ საქართველოში გამომგზავრებას. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში ორგანიზებულად სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდა 1600-მდე მოქალაქე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა