ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 412 პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია-პაატა მანჯგალაძე

როცა რუსული აგრესიის საფრთხე არის რეალური, „ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, რაც წარმოუდგენელია, ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.

„ქართული ოცნება" ცდილობს, პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში ამყოფოს, რადგან მისი ხედვები მათ შეხედულებებს ასცდა. მთავარი საკითხი უნდა იყოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთიანი, ეროვნული პოზიციების დაფიქსირება. „ქართულ ოცნებას" გამყოფი პოლიტიკური თემები შემოაქვს, რაც დამაზიანებელია. ამას აკეთებენ მიზანმიმართულად, თუ პრიმიტიული დღის წესრიგისთვის? - როცა რუსული აგრესიის საფრთხე არის რეალური, ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია. ომის პირობებში ვართ და წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი. სალომე ზურაბიშვილი არ მომწონს, მაგრამ როგორც ინსტიტუციას პატივს ვცემ და ახლა ამ ყველაფერის გარჩევის დრო არ არის", - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა