მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მზად ვარ, ლავროვს შევხვდე, მთავარია, ის ამ შეხვედრაზე მოვიდეს გამოსავლის საძიებლად-კულება

ნახვები: 348 მზად ვარ, ლავროვს შევხვდე, მთავარია, ის ამ შეხვედრაზე მოვიდეს გამოსავლის საძიებლად-კულება

მევლუდ ჩავუშოღლუს ვუთხარი, რომ მზად ვარ, ლავროვს შევხვდე, მთავარია, ის ამ შეხვედრაზე მოვიდეს გამოსავლის საძიებლად და არა მხოლოდ კლასიკური რუსული პროპაგანდის ნარატივზე სასაუბროდ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა 10 მარტს თურქეთში სერგეი ლავროვს და მას შორის გამართული შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა.

„ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ გვქონდა. ერთადერთი, რაც წინასწარ ვთხოვეთ თურქულ მხარეს, იყო, რომ ისე შეედგინათ პროტოკოლი, რომ არ ყოფილიყო არანაირი ხელის ჩამორთმევა და მოკითხვა. საუბრის დროს იყო ერთი მომენტი, როცა მე მას ვუთხარი, მოდი, პირდაპირ აქედანვე დავრეკოთ სადაც საჭიროა და მოვაგვაროთ მარიუპოლის ჰუმანიტარული დერეფნების საკითხი. მან მითხრა, არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთო. მივხვდი, რომ ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ, რომ ლავროვი არ იყო მზად იმ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღო", - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ერთმანეთს 10 მარტს შეხვდნენ, შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა