თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შეხვედრის, საუბრის, სამართლიანობის აღდგენის დროა-ზელენსკი

ნახვები: 409 შეხვედრის, საუბრის, სამართლიანობის აღდგენის დროა-ზელენსკი

უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამშვიდობო და უსაფრთხოების მოლაპარაკებები რუსეთის ერთადერთი შანსია, თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი შეამსუბუქოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორც წესი, ასეთ დროს ვამბობდით - გაზაფხული მოვიდა; ახლა კი ვამბობთ - ომი მოვიდა. მაგრამ ჩვენ მაინც დავამარცხებთ ყველას, რადგან თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ერი ვართ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ომის დაწყების დღიდან დაიღუპა 14 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო ათობით ათასი დაშავდა და მან რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„ასეთია ომის ფასი. ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სხვადასხვა საქონლის შეტანის გასამარტივებლად საბაჟო გადასახადის გაუქმების შესახებ განაცხადა. ასევე, მან იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის დროს სახლი და სამუშაო ადგილი დაკარგა, ფინანსური დახმარება და საცხოვრებელი ფართის გამოყოფა დააანონსა; ხოლო მათ, ვინც დევნილები შეიფარა, კომუნალური გადახდების გადახდას დაჰპირდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე საკოორდინაციო შტაბის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა ქვეყნებიდან შესული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების რეგულირებაზე. მისი თქმით, სახელმწიფო დახმარებას აღმოუჩენს იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ჰუმანიტარულ დერეფნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ქალაქებიდან 180 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა გაყვანილი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები მიზანმიმართულად ცდილობენ, არ დაუშვან ჰუმანიტარული ტვირთების სხვადასხვა ქალაქებში მიწოდება. მისი თქმით, ეს მათი ტაქტიკაა, რომლითაც ქალაქებში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას ცდილობენ და უკრაინელებს ოკუპანტებთან თანამშრომლობას აიძულებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა