საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია-კახა კალაძე

ნახვები: 339 ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია-კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნეიტრალიტეტზე საუბარი უხერხულია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია.

აღნიშნული კომენტარით კალაძემ უპასუხა „მთავარი არხის" შეკითხვას: „რა პოზიცია აქვს საქართველოს ნეიტრალიტეტზე".

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და მომავალშიც ასე იქნება.

„დღეს უხერხულია ამ თემაზე საუბარი. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომია. უბრალოდ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, უნდა გეუხერხულებოდეთ ამ თემაზე საუბარი. ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის არანაირი უხერხულობა და პატრიოტიზმი არ არსებობს, ეს სამწუხაროა. თქვენ, როგორც რიგით მოქალაქეს, უნდა შეგრცხვეთ ამ თემის წამოწევის გამო. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იქნება მომავალშიც", - მიმართა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარის" ჟურნალისტს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა