ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

დღემდე არ მომისმენია არგუმენტი, რატომ არ უნდა განხორციელდეს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება-ოხანაშვილი

ნახვები: 441 დღემდე არ მომისმენია არგუმენტი, რატომ არ უნდა განხორციელდეს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება-ოხანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღემდე ოპოზიციისგან არ მოუსმენია არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებები.

საკითხის გარშემო საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ სამართლებრივი არგუმენტები ვერ მოისმინა ვერც „ლელოს" წევრ, დავით უსუფაშვილისგან, რომელმაც დღეს თემაზე ბრიფინგი გამართა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტის მიზანი კონსტიტუციასთან შეუსაბამობის აღმოფხვრაა.

„ბატონ დავითს ბრიფინგების ჩატარება მოენატრა. მართლა ვერ გავიგე, რასთან დაკავშირებით ჩატარდა ეს ბრიფინგი. მოლოდინი მქონდა, სამართლებრივი არგუმენტები გაჟღერდებოდა მისი მხრიდან, მაგრამ იმედები გაცრუვდა და დავრჩით იმ რეალობაში, რომ ჩვენს ზოგიერთ კოლეგას ენატრება ბრიფინგების ჩატარება. ბრიფინგის ჩატარება ყოველგვარი შინაარსის გარეშე. ოპოზიციონერი კოლეგები როდესაც საუბრობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, ამ რაღაც არმოწონებას ყოველთვის არგუმენტი სჭირდება. დღემდე არგუმენტი არ მომისმენია, რატომ არ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. კანონი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია. ამას ვასწორებთ, რათა ეს შეუსაბამობა აღმოიფხვრას. ეს არ არის მორგებული ერთ რომელიმე ინსტიტუციაზე, არამედ ყველა კონსტიტუციურ ორგანოზეა მორგებული, მათ შორის პრეზიდენტზე, მთავრობაზე, ყველა სხვა უწყებაზე და ეს სასპეკულაციო თემა გახადეს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, რეგლამენტის სრული დაცვით, კონკრეტული საკითხის დაჩქარებულად განხილვა მოითხოვოს.

„ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, ეს საჯარო გახდა. მას შემდეგ გავიდა ხუთი სამუშაო დღე და ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვიყავით, კომიტეტზე ამ საკითხებზე გვემსჯელა, თუკი იქნებოდა შინაარსობრივი საკითხები წარმოდგენილი. ამ წუთის ჩათვლით, მოვისმინეთ ბევრი ბრიფინგი თუ საუბარი არგუმენტების გარეშე. ჩვენ არ ვიჩქარეთ, არ დავაინიცირეთ თავიდანვე დაჩქარებული მოთხოვნით, არამედ ყველას საშუალება მივეცით, გამოეხატათ მათი პოზიცია, თუ იქნებოდა რაიმე წონადი არგუმენტი დაინტერესებული მხარის, თუნდაც ოპოზიციონერი კოლეგის მხრიდან. ამიტომ აქამდე არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ გაჟღერებულა. არათუ სამართლებრივი, ზოგადად, არგუმენტი არ გაჟღერებულა. პარლამენტის ნებისმიერ წევრს სრული უფლება აქვს, ბიუროს წინ პარლამენტში რეგლამენტის სრული დაცვით, მოითხოვოს კონკრეტული საკითხის დაჩქარებულად განხილვა. ეს პროცედურა განხორციელდა, რისი უფლებაც გვაქვს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები. მისივე თქმით, ეს უკიდურესად სამწუხარო და კონტრპროდუქტიული, სახელმწიფოს ინტერესებში არშემავალი ნაბიჯია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა