საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი-ზელენსკი

ნახვები: 404 რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი-ზელენსკი

რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი, უკრაინელი ხალხი სხვას არ მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, საუბარი უნდა იყოს სერიოზული, უკრაინის სუვერენიტეტი გარანტირებულია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი.

„ანუ პირობები უნდა იყოს სამართლიანი და სხვას უკრაინელი ხალხი არ მიიღებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მტრის თავდასხმების აღკვეთას განაგრძობს ქვეყნის სამხრეთით, დონბასში, ხარკოვის მიმართულებით და კიევის რეგიონში.

„რუსული ქმედებების შეკავებით, ჩვენი ქვეყნის დამცველებს რუსეთის ხელმძღვანელობა უბრალო და ლოგიკურ აზრამდე მიჰყავს, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ვისაუბროთ გააზრებულად. სასწრაფოდ. პატიოსნად. შედეგისთვის და არა დროის დასაკარგად. 16 ათასი რუსი სამხედრო უკვე დაიღუპა, რისთვის? ეს ვის რას აძლევს?" - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ტყუილსა და პროპაგანდაში, მაგრამ არ აქვს გათვალისწინებული, რომ ამის შედეგი გარანტირებული არ არის.

„თქვენ კარგად იცით, თუ როგორი ძლიერი სახელმწიფო პროპაგანდისტული სისტემა ააშენა რუსეთმა. მსოფლიოში ალბათ არავის არასდროს დაუხარჯავს ასეთი თანხები ტყუილში, მაგრამ მათ ერთი რამ არ გაითვალისწინეს. იქ, სადაც „ტყუილის გზა ფულით უნდა გაიხსნას", შედეგი გარანტირებული არ არის. სიმართლის გზაა რთული, სიმართლის გზა თავისთავად იხსნება. მთავარია, იყო გულწრფელი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა