პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მარკო მიჰკელსონი - შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო

ნახვები: 604 მარკო მიჰკელსონი - შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკო მიჰკელსონი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია.

ესტონელი დეპუტატის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისების შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა მისწრაფებებთან, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ აქვს. ეს კრიტიკული მომენტია საქართველოში დემოკრატიისთვის", - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ესტონელი დეპუტატი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა