მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ვწუხვარ, რომ თქვენ ედრებით ამერიკას და გერმანიას, გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი-ვაშაძე ღარიბაშვილს

ნახვები: 467 ვწუხვარ, რომ თქვენ ედრებით ამერიკას და გერმანიას, გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი-ვაშაძე ღარიბაშვილს

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს.

ვაშაძის თქმით, ეს არის უმძიმესი კრიზისიდან ძალიან სწრაფი გამოსავალი.

ამასთან, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაურის განცხადება ქვეყანაში არსებულ უმძიმეს გარემოებას სრულიად აცდენილია.

„მივმართავ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ბატონო ირაკლი, სრულიად აცდენილია თქვენი განცხადება იმ უმძიმეს გარემოებას, რაც დღეს ქვეყანაში არის. ვწუხვარ, რომ თქვენ ედრებით ამერიკას და გერმანიას, მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადაც ადამიანებს ყოველდიურად უწევთ ბრძოლა შიმშილის დასამარცხებლად და საკვების მოსაპოვებლად.

გუშინ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უმარტივესი მოთხოვნა - გაუქმდეს აქციზის გადასახადი საწვავზე. იცით, რომელი აქციზის გადასახადი? რომელიც თქვენ და თქვენმა მთავრობამ 2016 წელს გააორმაგეთ. ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მოსვლის დროს არაერთხელ გვქონდა ამაზე საუბარი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს აქციზის გადასახადი.

ინფლაცია რომ შეჩერდეს, ელემენტარულდ ადამიანებმა რომ გააგრძელონ ორი კაპიკის მიტანა ოჯახში, თქვენ ამაზე უარს ამბობთ. რამდენზეა საუბარი? 500 მილიონის ხარჯზეა საუბარი, ბიუჯეტში შემოსავალზე. რას უნდა დააკლოთ აქციზის გაუქმების შემთხვევაში ეს დანახარჯები? თქვენს ფუფუნების საგნებს, არაერთი ბიუროკრატისთვის თქვენ მიერ დაფინანსებულ ხელფასებს და პრემიებს, იმ კოორდინატორების ხელფასებს, რომლებიც მასობრივად გყავთ დაფინანსებული და დასაქმებული სხვადასხვა სსიპსა და აიპში. ამიტომ, ბატონო ირაკლი, გაიგონეთ ხალხის ხმა. მე სრულიად სოლიდარული ვარ იმ მოთხოვნების, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ და გააუქმეთ აქციზის გადასახადი. ეს არის ძალიან მარტივი და ძალიან სწრაფი გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა