ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

დროა, მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნონ მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე-ფრიდონ ინჯია

ნახვები: 383 დროა, მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნონ მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე-ფრიდონ ინჯია

დროა, მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნონ მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

ინჯიას თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ სულ მცირე უახლოესი ორი წელი მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მძიმე, როგორც მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის.

„ამ კრიზისისა და გამოწვევის დასაძლევად, ვფიქრობ, რომ დადგა დრო, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნონ მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ.

ინჯიას თქმით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სასურველი იქნება ანტიკრიზისული საბჭოს შექმნა.

„ხომ არ ვიფიქროთ, შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, დაახლოებით ისეთივე ფორმის, რომელიც წარმატებულად მუშაობდა კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ გამოწვევები გაცილებით უფრო მწვავე და რთულია", - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად უნდა იმოქმედონ მაქსიმალურად ეფექტიანად, თამამად და სწრაფად, ვინაიდან მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ოპერატიულად იქნება მისაღები ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა.

„ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყანაში მოქმედებენ სერიოზული დესტრუქციული და მოღალატეობრივი ძალები. გვესმის არაერთი მოწოდება ქვეყნაში მდგომარეობის არევისა და დესტაბილიზაციის მიმართულებით. ამიტომ ხელისუფლებას მართებს, გამოიჩინოს მაქსიმალური მობილიზება გამოწვევების ყველა ფრონტზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა